Screen Shot 2017-02-20 at 2.35.30 PM.png
"ონლაინ აუდიო" ინტერნეტკომუნიკაციის გზით აუმჯობესებს თქვენი აუდიო- და ვიდეოჩანაწერების ხმის ხარისხს; გიწევთ ხმის ჩამწერი სტუდიების Post Production მომსახურებას და ვიდეოპროდუქციისათვის ქმნის ხმას და მუსიკას.
რედაქტირება (Editing)

ზოგადად, ნიშნავს შესწორებას, ცვლილების შეტანას. ხმის ჩამწერი სტუდიებისათვის რედაქტირებაა, რასაც ჩვენ "მონტაჟს" ვუწოდებთ ხოლმე. რედაქტირება მოიცავს: დაჭრას, გადაბმას, აჩქარებას, შენელებას, ტონალობის შეცვლას, ბგერების კორექციას და ა.შ.

გაწმენდა (Cleaning)

ყველაზე მეტად ძველ ჩანაწერებს სჭირდება, თუმცა თანამედროვე ჩანაწერებიც, პროფესიონალურ სტუდიაში იქნება შესრულებული თუ სამოყვარულო მოწყობილობით ჩაწერილი, ხშირად საჭიროებს ბუნებრივი ხმაურის ან ციფრული ტექნიკისათვის დამახასიათებელი ხარვეზების მოხსნას.

მიქსინგი (Mixing)

აუდიოარხების შეერთების ხელოვნებაა. ეს მომსახურება მათთვისაა, ვისაც სჭირდება მრავალ არხზე ჩაწერილი მასალის დაბალანსება.

მასტერინგი (Mastering)

დასკვნითი ეტაპია, რომელიც, ძირითადად, გულისხმობს მიქსინგის შემდგომ ჟღერადობის გაუმჯობესებას, დინამიკური დიაპაზონის შემცირებას, ხმის დონის რეგულირებას საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და აუდიოფაილების სხვადასხვა ფორმატში მომზადებას.

ვიდეოპროდუქციისათვის ხმისა და მუსიკის შექმნა

მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებისათვის, სარეკლამო რგოლებისათვის, სატელევიზიო და რადიო გადაცემებისათვის.

  • White Facebook Icon