ალბათ, არასდროს გინახავთ საიტის პირველ გვერდზე წერილი. ეს ნამდვილად უჩვეულოა.

მაგრამ თუკი ის, რისი თქმაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის გინდა, ამ წერილის გარეშე არ გამოგდის, თუკი ძალიან კარგი რეკლამითაც გაგიჭირდება მიწვდე, პირველ რიგში, შენი ყველა ნაცნობისა და მეგობრის გულს, მგონი ღირს გარისკვა.

 

დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მეგობრები და ნაცნობები ინტერნეტით, დროდადრო, მიგზავნიდნენ თავიანთ აუდიოჩანაწერებს და ტექნიკურ დახმარებას მთხოვდნენ, როგორც ხმის რეჟისორს. ზოგიერთ ჩანაწერს დაბალი ხმის პრობლემა ჰქონდა, ზოგ შემთხვევაში ტონალობა იყო შესაცვლელი, ზოგიც „დასამონტაჟებელი“ იყო. მას შემდეგ, რაც ორ მეგობართან ერთად ხმის ჩამწერი სტუდია შევქმენი, ასეთმა საქმემ უკვე რეგულარული სახე მიიღო.

მე ერთხელ ვნახე ასაკოვანი პროფესორი ფოტომომსახურების სტუდიაში, რომელიც მოუთმენლად ელოდა მისთვის უძვირფასესი ოჯახური ფოტოს აღდგენას და განახლებას. დამეთანხმებით, ძვირფასი გრძნობაა.

მახსენდება ჩემთვის უცნობი არტური, რომელმაც ორი წლის წინ სრულიად მოულოდნელ ვითარებაში გადასაწერად გადმომცა აუდიოკასეტა, რომელზეც მისი ბავშვობისდროინდელი საუბარი იყო ჩაწერილი. მახსოვს როგორ ნერვიულობდა და მეუბნებოდა, გთხოვ, არ დამიკარგოო. მე მას გავუციფრე ჩანაწერი და კასეტაც დაუზიანებლად დავუბრუნე. ვფიქრობ, ის ამით ბედნიერია.

დარწმუნებული ვარ, დღეს უკვე ბევრი ჩვენგანის კომპიუტერში თუ სმარტფონში არსებობს ისეთი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სჭირდება ხმის გაცოცხლება – გაწმენდა და ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ გადავწყვიტე მეუღლესთან ერთად წამომეწყო სტარტაპი „ონლაინ აუდიო“ და ჩემი საყვარელი საქმე ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებით ყველასათვის ხელმისაწვდომი გამეხადა.

შენ, ამ წერილის მკითხველო, შეიძლება ხარ მუსიკოსი, მსახიობი, მწერალი, რეჟისორი, მასწავლებელი, სტუდენტი, ბიზნესმენი, მთამსვლელი ან მეცნიერი, რომელსაც ძალიან ვჭირდებით, მაგრამ ამის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.

 

ეს წერილი სწორედ ამ მიზნით დაიწერა, რომ საჭირო ადამიანებს ერთმანეთი გვეპოვნა.

"წერილები ყველაზე მნიშვნელოვანი სამახსოვრო რამაა მათ შორის, რასაც კი ადამიანი ამ ქვეყნად ტოვებს". გოეთე

 

ალბათ, არასდროს გინახავთ კომპანიის პირველ გვერდზე წერილი. ეს ნამდვილად უჩვეულოა, მაგრამ თუკი ის, რისი თქმაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის გინდა, სხვაგვარად არ გამოგდის, თუკი ფიქრობ, რომ კარგ რეკლამაზე უკეთ ზოგჯერ წერილი ამბობს სათქმელს, ღირს გარისკვა იმ იმედით, რომ ასე შეძლებ, იყო უშუალო და მიწვდე, პირველ რიგში, შენი ყველა ნაცნობისა და მეგობრის გულს.

მე ილია ჯღარკავა ვარ, ხმის რეჟისორი. წლების განმავლობაში მეგობრები ინტერნეტით მიგზავნიდნენ აუდიოჩანაწერებს და ტექნიკურ დახმარებას ვუწევდი. მას შემდეგ, რაც ორ მათგანთან ერთად ხმის ჩამწერი სტუდია შევქმენი, ასეთი პრაქტიკა რეგულარულ საქმედ იქცა.

ერთხელ, ფოტომომსახურების სტუდიაში შევესწარი, ხანში შესული კაცი როგორ მოუთმენლად ელოდა მისთვის უძვირფასესი ოჯახური ფოტოს აღდგენას და განახლებას. იშვიათი განცდა იყო. ყოველთვის მინდოდა, ჩემი პროფესიით მსგავსად გამეხარებინა ადამიანები.

და, აი, ორი წლის წინ მქონდა შემთხვევა, მოულოდნელ ვითარებაში უცნობმა პიროვნებამ დისკზე გადაწერის მიზნით გადმომცა ძველი აუდიოკასეტა, რომელზეც მისი ბავშვობისდროინდელი საუბარი იყო ჩაწერილი. მახსოვს, როგორ მითხრა  „გთხოვ, არ დამიკარგო“.

 

მე მას გავუციფრე ჩანაწერი და კასეტაც დაუზიანებლად დავუბრუნე. ვფიქრობ, ამით დავეხმარე, ემოგზაურა ბავშვობაში.

დარწმუნებული ვარ, დღეს უკვე ბევრი ჩვენგანის კომპიუტერსა თუ სმარტფონში არსებობს ისეთი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სჭირდება ხმის „გაცოცხლება“ – რედაქტირება და გაწმენდა; ასევე ოჯახებში შემორჩენილია აუდიო- და ვიდეოკასეტები, რომლებზე არსებული მასალა ციფრულ მოწყობილობებზეა გადასატანი. ამიტომ გადავწყვიტე, მეუღლესთან ერთად წამომეწყო სტარტაპი და ინტერნეტკომუნიკაციისა და "საქართველოს ფოსტის" საშუალებით ჩემი საყვარელი საქმე ყველასათვის ხელმისაწვდომი გამეხადა.

ასე შეიქმნა „ონლაინ აუდიო“, რომელიც ერთნაირად ემსახურება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალებსა და მოყვარულებს.

 

თქვენ, შესაძლოა, ბევრჯერ დაგჭირვებიათ ჩვენი დახმარება, მაგრამ მაშინ ამ სახით არ ვარსებობდით. ეს მომსახურება, სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვეპოვნა.

 

👉 გაიგე მეტი

  • White Facebook Icon