მარტოდთქმული მარგალიტები

1966 წელს ფოლკლორისტებმა, პროფესორმა გრიგოლ ჩხიკვაძემ და კახი როსებაშვილმა ძველი ქართული საეკლესიო საგალობლების ჩასაწერად გურიიდან თბილისში, კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზე მიიწვიეს სრული მგალობელი არტემ ერქომაიშვილი. აუდიოჩაწერა ორი მაგნიტოფონის საშუალებით, ე.წ. კომბინირებული მეთოდით, მიმდინარეობდა. ერთით იწერებოდა პირველი ხმა, შემდეგ კი არტემი თავის ნაგალობევს ჯერ შუა ხმას და შემდეგ ბანს უწყობდა, რასაც მეორე მაგნიტოფონით იწერდნენ.

ასეთი გზით შემოგვრჩა 79 წლის მოხუცი მგალობლის მიერ გადმოცემული 107 საგალობლის სამივე ხმის უნიკალური ფონოჩანაწერი, რომლის გაწმენდა-რედაქტირება, ხმათა შეერთება და კომპაქტდისკის სახით გამოცემა ფონდ „ქართული გალობისა“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დისკში შესულია 37 რჩეული საგალობელი.

პროექტის ავტორი, ხელმძღვანელი და ხმის რეჟისორი: ილია ჯღარკავა

კონსულტანტი და პროექტის სახელწოდების ავტორი: დავით შუღლიაშვილი

℗ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1966
© ფონდი „ქართული გალობა“, 2016
© ილია ჯღარკავა, 2013-2016

  • White Facebook Icon