Screen Shot 2017-02-20 at 2.35.30 PM.png

მომსახურება ინტერნეტკავშირით

1. გვიგზავნით აუდიო- და ვიდეოფაილებს მისამართზე info@onlineaudo.ge და გვწერთ, რისი გაკეთება გსურთ.

2. ჩვენ ვსაზღვრავთ სამუშაოს მოცულობას, ფასს, ვადას და გიკავშირდებით ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
3. პირობებზე თანხმობის შემთხვევაში გიგზავნით ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით იხდით მომსახურების საფასურს.

4. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ჩვენგან იღებთ სრულად მომზადებული ჩანაწერის გადმოსაწერ ბმულს.

5. მასალის მოსმენის შემდეგ გვწერთ შენიშვნებს, რომელთა გათვალისწინებით ვახდენთ ნამუშევრის კორექტირებას.

 

რა არის საჭირო შეკვეთისათვის?
გქონდეთ ელფოსტის მისამართი და ქართული წარმოების VISA/MASTERCARD ბარათი ან ინტერნეტბანკი.

👉 თანხის გადახდის ინსტრუქცია

მომსახურება "საქართველოს ფოსტის" დახმარებით

1. გვიკავშირდებით და გვიხსნით, რა ხანგრძლივობის მასალის გაციფრება გსურთ.

2. ჩვენ ვსაზღვრავთ სამუშაოს მოცულობას, ფასს, ვადას და გატყობინებთ პირობებს.

3. თანხმობის შემთხვევაში საქართველოს ფოსტით ან პირადად გვაწვდით ჩანაწერებს.

4. ჩანაწერების მიღების შემდეგ ელფოსტით გიგზავნით ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით იხდით მომსახურების საფასურს.

5. ვიწყებთ დაკვეთის შესრულებას, რომლის დასრულების შემდეგ ფოსტით გიბრუნებთ ჩანაწერების დედნებს, ხოლო გაციფრებულ მასალას გაწვდით ინტერნეტით, ან ჩვენი ოფისიდან ყველაფერი თქვენ თავად მიგაქვთ.

ჩვენი ყველაზე რთული ამოცანა თქვენი ნდობის მოპოვებაა, რაც ინტერნეტკომუნიკაციის პირობებში ძნელია. ამიტომ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისათვის შექმნილი გვაქვს ერთგვერდიანი ხელშეკრულება, რომლის წაკითხვას ორიოდე წუთი სჭირდება. მაქსიმალურად ვეცადეთ, დამკვეთის პოზიციიდან მივდგომოდით საკითხს და ჩვენ მიერ ვადის დარღვევის შემთხვევაში დავაწესეთ თვითდაჯარიმებებიც.

 

დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მიერ დამუშავებულ ჩანაწერებს რომელი მოწყობილობით და როგორ გარემოში მოისმენთ. გთხოვთ, ამ საკითხს ყურადღება მიაქციოთ და ჩვენთან გაიაროთ კონსულტაცია.

თუ საქმე სპეციფიკური აღმოჩნდება და ჩვენს შესაძლებლობებში თქვენი დარწმუნება გახდება საჭირო, მზად ვართ, თანხის გადახდამდე უსასყიდლოდ მოგიმზადოთ მასალის ფრაგმენტი. გარკვეულ შემთხვევებში კი შესაძლებელია თავი ავარიდოთ ფორმალურ მხარეებს და სწრაფი მომსახურების მიზნით ხელშეკრულების გარეშე ვითანამშრომლოთ. მაგალითად, თუ თქვენი შეკვეთის შესრულებას სჭირდება 10 წუთი და მომსახურების ღირებულება 7 ლარია, ალბათ, არ ღირს იურიდიული დოკუმენტაციის გამო პროცესის გაჭიანურება, თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ჩვენ ყოველთვის ისე ვიმოქმედებთ, როგორც თქვენთვის უმჯობესი იქნება.

 

ზოგადად კი, გაგვიხარდება, თუ არ შეიტანთ ეჭვს ჩვენს კეთილსინდისიერებაში, ითანამშრომლებთ, გვენდობით და დაგვიმეგობრდებით.

  • White Facebook Icon