მე ილია ჯღარკავა ვარ, ხმის რეჟისორი. წლების განმავლობაში ინტერნეტის მეშვეობით მიხდებოდა აუდიოჩანაწერების ტექნიკური დამუშავება, როგორც კერძო პირებისათვის, ისე ორგანიზაციებისთვის.

ერთხელ ფოტომომსახურების სტუდიაში შევესწარი, ხანში შესული კაცი როგორ მოუთმენლად ელოდა მისთვის უძვირფასესი ოჯახური ფოტოს აღდგენას და განახლებას. იშვიათი განცდა იყო. ყოველთვის მინდოდა, ჩემი პროფესიით მსგავსად გამეხარებინა ადამიანები.

და, აი, ორი წლის უცნობმა პიროვნებამ მოულოდნელ ვითარებაში დისკზე გადასაწერად გადმომცა ძველი აუდიოკასეტა, რომელზეც მისი ბავშვობისდროინდელი საუბარი იყო ჩაწერილი. მახსოვს, როგორ მითხრა – "გთხოვ, არ დამიკარგო". მე მას გავუციფრე ჩანაწერი და კასეტაც დაუზიანებლად დავუბრუნე. ვფიქრობ, ამით დავეხმარე, დაბრუნებულიყო და ემოგზაურა ბავშვობაში.

დღეს უკვე ბევრი ჩვენგანის კომპიუტერსა თუ სმარტფონში არსებობს ისეთი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სჭირდება ხმის "გაცოცხლება" – რედაქტირება და გაწმენდა; ასევე ოჯახებში შემორჩენილია აუდიო- და ვიდეოკასეტები, რომლებზე არსებული მასალა ციფრულ მოწყობილობებზეა გადასატანი; მუსიკოსებს სახლებში აქვთ სტუდიები და სჭირდებათ მრავალ არხზე ჩაწერილი მასალის პროფესიონალურად დაბალანსება და, ზოგადად, მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ხმის ჩამწერი სტუდიის Online Post Production-ზე.

ამიტომ გადავწყვიტე, მეუღლესთან ერთად წამომეწყო სტარტაპი და ინტერნეტკომუნიკაციისა და "საქართველოს ფოსტის" საშუალებით ჩემი საყვარელი საქმე ყველასათვის ხელმისაწვდომი გამეხადა.

ასე შეიქმნა "ონლაინ აუდიო", რომელიც ერთნაირად ემსახურება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალებსა და მოყვარულებს.

თქვენ, შესაძლოა, ბევრჯერ დაგჭირვებიათ ჩვენი დახმარება, მაგრამ მაშინ ამ სახით არ ვარსებობდით. ეს მომსახურება, სწორედ, ამ მიზნით შეიქმნა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვეპოვნა.

👉 გაიგე მეტი

  • White Facebook Icon