"ონლაინ აუდიო" 2017 წლის 10 ნოემბერს დააფუძნეს მუსიკოსმა და ხმის რეჟისორმა, Live Records-ისა და სტუდია "მრავალჟამიერის" თანადამფუძნებელმა ილია ჯღარკავამ და თავისმა მეუღლემ, კომპოზიტორმა ანა ქასრაშვილმა, რომელიც არის ვალენსიის ბერკლის კოლეჯის "კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის" ფაკულტეტის მაგისტრი, კალიფორნიის კინომუსიკის საერთაშორისო კონკურსის CAIFF Film Scoring Competition-ის 2015 წლის გამარჯვებული და ASCAP-ის კინომუსიკის ვორქშოპის 2017 წლის მონაწილე.
2018 წელს ანამ მოიგო კინომუსიკის საერთაშორისო კონკურსი Juan Gil International Soundtrack Competition.
კომპანიის მიზანია პროფესიონალური ონლაინ აუდიომომსახურების დანერგვა საქართველოში.
ვიდეოში წარმოდგენილია ვორქშოპის ფარგლებში ანას მიერ შექმნილი 3-წუთიანი კომპოზიცია სკოტ დერიქსონის "ექიმი სტრეინჯის" ეპიზოდისთვის, რომელიც 2017 წლის 31 ივლისს ჩაიწერა 20th Century Fox-ის სტუდიაში 64-კაციანი ორკესტრის შესრულებით.​
[ფილმი კინოეკრანებზე გამოვიდა 2016 წელს და მისი ორიგინალური მუსიკის ავტორია მაიკლ ჯაკინო]
ხმის რეჟისორი ჩაწერისას: არმინ შტაინერი
აუდიორედაქტირება და მიქსინგი: ილია ჯღარკავა
ვიდეო © Marvel Studios & Walt Disney Pictures, 2016
მუსიკა © Ana Kasrashvili, 2017 ANAKASRASHVILI.COM
👉 მარტოდთქმული მარგალიტები
👉 
აუდიოკოლაჟის შესახებ
  • White Facebook Icon